გაკვეთილის გეგმები

გაკვეთილის მთავარი თემა
სულხან-საბა ორბელიანის ბიოგრაფია
კლასის საფეხური
მე-10 კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა(პროფილი)
8
მიზანი
1)სულხან-საბას ბიოგრაფიის გაცნობა,
წინარე ცოდნა
2)ტექსტში ინფორმაციის მოძიების უნარ-ჩვევის განვითარება,
3)კვლევის უნარ-ჩვევის განვითარება,
4)ჯგუფში მუშაობის უნარ-ჩვევის განვითარება;
გაკვეთილის მსვლელობა








აქტივობები:
1)270-ე გვერდზე მოცემული ფრაზის გააზრება;,
2)ნახატზე დაკვირვება;,
3)ჯგუფური მუშაობა სულხან-საბას ცხოვრების და მოღვაწეობის შესასწავლად;
 4)ტანძიაში,ექსკურსიაზე ყოფნის დროს მიღებული შთაბეჭდილებების გადმოცემა;

            ა)მასწავლებელი კითხულობს ფრაზას, რომელიც მოცემულია მეოთხე თავის დასაწყისში და კლასს სთავაზობს გაიხსენონ წაკითხულიდან, ნანახიდან, ნასწავლიდან მაგალითი, რომელიც ადასტურებს ამ სიბრძნეს.
ბ)შემდეგ მასწავლებელი სვამს კითხვას, რას უჩვენებს სულხან-საბა თავის გაზრდილს,ვახტანგ მეექვსეს (10წუთი)
გ)შემდეგ იწყება ჯგუფური მუშაობა,სადაც ბავშვები წერენ რა იციან მწერლის შესახებ და რა სურთ რომ გაიგონ .წარმოადგენენ თავის ნამუშევრებს.(20 წუთი)
დ)მოსწავლეები გადმოსცემენ ბოლნისში,ტანძიაში ყოფნის დროს მიღებულ შთაბეჭდილებებს(10 წუთი)
ე)საშინაო დავალება: მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს ისარგებლონ ინტერნეტით და მოძებნონ მასალა მწერლის ცხოვრებიდან და მოღვაწეობიდან (5 წუთი)
შედეგი
მოსწავლეები მკაფიოდ და გასაგებად აყალიბებენ აზრს . ქართ.X.1.

იყენებენ ფაქტებს სხვადასხვა წყაროდან საკუთარი აზრის გასამყარებლად.ქართ.X.1.


    გამოყოფენ მთავარს, არსებითს.ქართ.X.3

     გამოხატავენ თავის დამოკიდებულებას ახალი ინფორმაციისადმი. ქართ.X.3.






რესურსები
სახელმძღვანელო, ინტერნეტი;
შეფასება
განმსაზღვრელი












No comments:

Post a Comment